Saturday, 23 June 2018

ისტის რეფლექსია


      მთლიანად ტრენინგს საჭიროდ და საინტერესოდ ვთვლი. ისტის სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და მათი ინტერესების გათვალისწინებას. ამ პროცესში, თავად მოსწავლეები არიან წარმმართველი, ხოლო ჩვენ, მასწავლებლები კი მათი ფასილიტატორები. ამიტომ, ბერვია დამოკიდებული ფასილიტაციის ხარისხზე. ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე  და უნარი გამოვიმუშავე იმისათვის, რომ სწორად გავგეგმო და წარვმართო ისტით ჩატარებული გაკვეთილი საკუთარ კლასში.
   ისტის გამოყენებით სწავლება დამეხმარება საგნების ინტეგრაციაში, სსსმ მოსწავლესთან მუშაობაში და მის სრულფასოვნად ჩართვაში სასწავლო აქტივობებში. ასევე ,მოსწავლეებს განუვითარებს იმ საჭირო ;შემოქმედებით, გამომგონებლობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევებს, რომლებსაც  21- საუკუნის უნარებს უწოდებენ.
   ტრენინგის ბოლოს, მინდა, წარმატებები ვუსურვო კოლეგებს და ჩემ თავს ტრენინგის განხორციელებაში. ტრენინგის მსვლელობისას განხორციელებულ აქტივობებს და ფოტოებს კი განვათავსებ ბლოგზე, რომლის გამოყენებაც აქტიურად დამჭირდება

Friday, 22 June 2018

პროექტის სახელწოდება
მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.
პროექტის მთავარი იდეა
ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება;  ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს უკეთ გაცნობა და მათ მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულების გამოუშავება.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის ნაკლებობა;შემოქმედებითი და საპრეზენტაციო  უნარების ნაკლებობა.
პროექტის მიზნები
ინგლისურ ენაში  ცოდნის გაღრმავება; მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს  შესწავლა და მათი სარგებლიანობის დანახვა.
მოსწავლეთა ასაკი
მე-3 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა
სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რა შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეისწავლიან ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს. გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტო აპარატი, სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ფურცლები,ფერადი ფანქრები,კომპიუტერი,ფლეშკარტები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი აქტივობები
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად,ინაწილებენ ფუნქციებს თავად, ირჩევენ თემას და განსაზღვრავენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს პროექტის ხელმძღვანელთან  ერთად; მოსწავლეთა ჯგუფი აღრიცხავს ასპინძის ტერიტორიაზე  გავრცელებულ მნიშვნელოვან ცხოველთა და მცენარეთა  ჯიშებს(გამოყენების თვალსაზრისით); იღებენ სურათებს და სხვადასხვა ლიტერატურიდან (ინტერნეტი, წიგნები) აგროვებენ ინფორმაციას ამ ჯიშების შესახებ; 1კვირის შემდეგ ისინი აკეთებენ პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე იწვევენ სტუმრებს. მათგან იღებენ ინტერვიუს, არიგებენ კითხვარებს და  ახდენენ დამსწრეთა აზრის გამოკითხვას პროექტის შესრულების დონის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი
გელაშვილი ნინო
ხელმძღვანელის ელფოსტა
ninigelashvili2013@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
































პროექტის შეფასების სქემა
#
1ქულა (ელემენტარული)
2ქულა (მისაღები)
3ქულა (ოსტატური)
მიზანი
არა არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
მიზნები კარგადაა გამოკვეთილი, მარტივად აღსაქმელია.
ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური კავშირი, რაც მკითხველს და მსმენელს აბნევს.
გააზრებულია თანმიმდევრულობა, გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი გაუგებარი.
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას.
შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია.
ძირათადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო და მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო.
ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით.
ენობრივად გამართული, ცოტა შეცდომებით.
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები.
კვლევა
კვლევა არაეფექტუირადაა დაგეგმილი.
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ არასრული. გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობის წყაროები. ანლიზი მისაღებია.
კვლევა დაგეგმილია, გამოყენებულია რამდენიმე წყარო და ანალიზი სირმისეულია.
თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები შეუსაბამოა შინაარსთან.
თვალსაჩინოებები ერთფეროვანია.
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი.
შემოქმედებითობა
შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან მცირეა.
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის სრულად წარმოჩენას.
ჯგუფი ორიგინალურია, კრეატიულია, ჩანს სიახლე და ახლებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები.
დასკვნები ჩამოყალიბებულია მაგრამ არ არის მკაფიო.
დასკვნებში არის სიახლე, ორიგინალობა. ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.