|
პროექტის
სახელწოდება
|
მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.
|
|
პროექტის
მთავარი იდეა
|
ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის
გამდიდრება; ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს
უკეთ გაცნობა და მათ მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულების გამოუშავება.
|
|
პროექტის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის
ნაკლებობა;შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების ნაკლებობა.
|
|
პროექტის
მიზნები
|
ინგლისურ ენაში ცოდნის
გაღრმავება; მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შესწავლა და მათი სარგებლიანობის
დანახვა.
|
|
მოსწავლეთა
ასაკი
|
მე-3 კლასი
|
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
სამი კვირა
|
|
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რა შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები შეისწავლიან ცხოველთა
და მცენარეთა სამყაროს. გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები.
|
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები
|
ფოტო აპარატი, სახელმძღვანელო,
ინტერნეტი, ფურცლები,ფერადი ფანქრები,კომპიუტერი,ფლეშკარტები
|
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი აქტივობები
|
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად,ინაწილებენ
ფუნქციებს თავად, ირჩევენ თემას და განსაზღვრავენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს
პროექტის ხელმძღვანელთან ერთად; მოსწავლეთა ჯგუფი აღრიცხავს ასპინძის ტერიტორიაზე გავრცელებულ მნიშვნელოვან
ცხოველთა და მცენარეთა ჯიშებს(გამოყენების თვალსაზრისით); იღებენ სურათებს
და სხვადასხვა ლიტერატურიდან (ინტერნეტი, წიგნები) აგროვებენ ინფორმაციას ამ ჯიშების
შესახებ; 1კვირის შემდეგ ისინი აკეთებენ პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე იწვევენ სტუმრებს.
მათგან იღებენ ინტერვიუს, არიგებენ კითხვარებს და ახდენენ დამსწრეთა აზრის
გამოკითხვას პროექტის შესრულების დონის შესახებ.
|
|
პროექტის
ხელმძღვანელი
|
გელაშვილი ნინო
|
|
ხელმძღვანელის
ელფოსტა
|
ninigelashvili2013@gmail.com
|
|
პროექტის
ვებ გვერდი/ბლოგი
|
|
პროექტის შეფასების სქემა
|
#
|
1ქულა (ელემენტარული)
|
2ქულა (მისაღები)
|
3ქულა (ოსტატური)
|
|
მიზანი
|
არა არის კარგად გამოკვეთილი,
ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
მიზნები კარგადაა გამოკვეთილი,
მარტივად აღსაქმელია.
|
|
ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს
შორის ლოგიკური კავშირი, რაც მკითხველს და მსმენელს აბნევს.
|
გააზრებულია თანმიმდევრულობა,
გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი გაუგებარი.
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი,
ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის
ეფექტურობას.
|
|
შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი
ინფორმაცია.
|
ძირათადად კორექტულია, ზოგიერთი
შეუსაბამო და მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი
და მკაფიო.
|
|
ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი, ხშირი
შეცდომებით.
|
ენობრივად გამართული, ცოტა
შეცდომებით.
|
ენობრივად გამართულია, დაცულია
პუნქტუაციის ნიშნები.
|
|
კვლევა
|
კვლევა არაეფექტუირადაა დაგეგმილი.
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ არასრული.
გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობის წყაროები. ანლიზი მისაღებია.
|
კვლევა დაგეგმილია, გამოყენებულია
რამდენიმე წყარო და ანალიზი სიღრმისეულია.
|
|
თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები შეუსაბამოა შინაარსთან.
|
თვალსაჩინოებები ერთფეროვანია.
|
მრავალფეროვანი, შინაარსის
შესატყვისი.
|
|
შემოქმედებითობა
|
შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი
ჯგუფის მხრიდან მცირეა.
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური
აზრები, რაც ეხმარება პროექტის სრულად წარმოჩენას.
|
ჯგუფი ორიგინალურია, კრეატიულია,
ჩანს სიახლე და ახლებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
|
დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები.
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია მაგრამ არ
არის მკაფიო.
|
დასკვნებში არის სიახლე,
ორიგინალობა. ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.
|




No comments:
Post a Comment