გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
და გვარი: ნინო გელაშვილი
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების
საფეხური/კლასი: II კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა:
16
გაკვეთილის
თემა: ანბანი, ფერები, ახალი სიტყვები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ მითითებული ინსტრუქციების მოსმენა და გაგება. ნაცნობ სიტყვებზე აგებული ტექსტის მოსმენა და თარგმნა. მოსწავლეებს აქვთ ხმამაღალი კითხვის უნარი
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
კითხვა
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
მოსმენა
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
წერა
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
|
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ ბავშვებს ვაჩვენებ პლაკატებს და სურათბს კომპიუტერის საშუალებით, სადაც მოცემულია ანბანის ასოები სხვადასხვა ფერებით. ვუხსნი თუ რომელია ესა თუ ის ასო და რაფერია იგი.
|
პრაქტიკული მეთოდი
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,პლაკატები,სურათები
|
10 წთ
|
|
2
|
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა ანბანის სურათები:
Iჯგუფი-Aასო,
IIჯგუფი-Bასო,
IIIჯგუფი-Dასო.
მათ უნდა მოიძიონ ინგლისურის საგანმანათლებლო თამაშებში ეს ასოები და მათი გამოყენებით შემდგარი სიტყვები
|
პრაქტიკული მეთოდი
|
ჯგუფური მუშაობა
|
ასოების სურათები
|
5 წთ
|
|
3
|
მოსწავლეები უსმენენ აუდიო მასალით ახალ სიტყვებს რამოდენიმეჯერ და იმეორებენ
|
პრაქტიკული მეთოდი
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,დისკი
|
7 წთ
|
|
4.
|
მასალის ათვისების ხარისხის შემოწმების მიზნით მოსწავლეები პასუხობენ ინდივიდუალურად მათ მიერ საგანმანათლებლო თამაშებში მოძიებული სიტყვების თარგმანს
|
პრაქტიკული მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
წიგნი,ფურცლები
|
5 წთ
|
|
5.
|
დავალების მიცემა -წიგნიდან და საგანმანათლებლო თამაშებიდან ეძლევათ ტექსტი მოსაძიებლად, რომელშიც იქნება გამოყენებული გაკვეთილზე მოსმენილი სიტყვები. წერითი დავალებისათვის ეძლევათ რვეულებში გამოწერილი სიტყვები, რათა გამოწერონ და განამტკიცონ გაკვეთილზე მოსმენილი მასალა
|
პრაქტიკული მეთოდი
|
მთელი კლასი
|
წიგნი, კალამი, ფურცლები
|
5წთ
|
|
6
|
ბოლოს გავუშვებ ეკრანზე პრეზენტაციას,რომელიც მომზადებული
მექნება ამ თემასთან დაკავშირებით და კითხვა პასუხებით შევაჯამებთ გაკვეთილს.თუ
რა გაიგეს ახალი მოსწავლეებმა და რა გაიხსენეს წინა ნასწავლი მასალიდან
|
პრაქტიკული მეთოდი
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,
ეკრანი
|
13წთ
|
·
შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმები
|
მინიმალური
|
საშუალო
|
მაღალი
|
|
ხმამაღალი კითხვის უნარი
|
უჭირს კითხვა, კითხულობს დიდი პაუზებით; სიტყვებს უმეტესად არასწორად გამოთქვამს, ინტონაცია ცუდია
|
კარგად კითხულობს, მაგრამ ზოგორთ სიტყვას არასწორად გამოთქვამს. ინტონაცია ძირითადად კარგია
|
კითხულობს გაბმულად და უშეცდომოდ, ინტონაციაც შესაბამისია
|
|
საშინაო დავალებასთან შესაბამისობა
|
არ შეესაბამება დავალებას
|
მიყება ინსტრუქციებს, მაგრამ ზედაპირულად
|
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილადაა შესრულებული
|
|
ჯგუფური მუშაობა
|
არ ღებულობს მონაწილეობას
|
თანამშრომლობს კლასელებთან და შეუძლია დავალების შესრულება ნაწილობრივ
|
აქტიურადაა ჩართული მუშაობაში. შეუძლია იყოს კარგი პრეზენტატორი
|
|
კომპიუტერულ პროგრამა -ში მუშაობა
|
არ იცის პროგრამაში მუშაობა, ფაილების მიღება-გადაგზავნა, ვერ იყენებს საგანმანათლებლო თამაშებს
|
ნაწილობრივ იცის პროგრამაში მუშაობა, ფაილების მიღება-გადაგზავნა, საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება. საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
|
დამოუკუდებლად მუშაობს პროგრამაში, კარგად იცის ფაილების მიღება-გადაგზავნა, საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება
|
|
უცხო სიტყვების ცოდნა
|
არ იცის
|
იცის მაგრამ უჭირს მათი გამოყენება
|
იცის კარგად და მათი გამოყენებით შეუძლია წინადადების შედგენა
|
|
მთლიანი შთაბეჭდილება
|
მიზანი არ არის მიღწეული, მოთხოვნების უმრავლესობა არაა გათვალისწინებული
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნები ზოგადად გათვალისწინებულია
|
ყველა მიზანი სრულყოფილადაა მიღწეული
|
No comments:
Post a Comment